— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

ტაბახმელაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა

ტაბახმელაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა

ტაბახმელაში, თრიალეთის ქუჩა N2-ის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა.

კომპლექსის ტერიტორიაზე, რომელიც 5 000 კვ.მ ფართობია, საერთაშორისო სტანდარტებით მოეწყო საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი. განთავსდა 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, განათება, ტაბლო და საპარკინგე სივრცე, ხოლო პადელის ორი მოედნის მოწყობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ზურაბ აბაშიძესა და მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. 

„მთაწმინდის გამგეობამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. მინდა, რაიონის გამგებელს, დავით კირკიტაძეს და გამგეობის თითოეულ თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, მადლობა გადავუხადო. პროექტის ფარგლებში მოეწყო ევროპული სტანდარტების საფეხბურთო მოედანი. გულშემატრკივრებისთვის განთავსდა ტრიბუნა, მოეწყო საკალათბურთო მოედანი და საპარკინგე სივრცე. ტერიტორია ყველანაირად მოწესრიგებული და განათებულია. პარალელურად, ეწყობა პადელის მოედნები, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. მიხარია, რომ ტაბახმელაში ასეთი კარგი პროექტი განხორციელდა. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ პატარებს აქვთ ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურა, სადაც შეუძლიათ, ფეხბურთი, რაგბი ითამაშონ და ნორმალურ, თანამედრვე პირობებში გააგრძელონ ვარჯიში. ვულოცავ პატარებს და წარმატებებს ვუსურვებ მათ“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე აშენდა ადმინისტრაციული კორპუსი, რომელიც 45 პერსონაზეა გათვლილი და მოიცავს ოთხ საძინებელს, სველ წერტილებს, სასადილო ოთახს, გასახდელს, სამსაჯო და სამედიცინო ოთახს. ტერიტორია სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

კომპლექსის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო, რისთვისაც მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 4.5 მლნ ლარი დაიხარჯა. აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობას საფეხბურთო სკოლები შეძლებენ.

დასრულებულ სამუშაოებს, დედაქალაქის მერთან ერთად, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვეტერანი სპორტსმენები გაეცნენ. 

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ