— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

თამბაქოს კონტროლის ალიანსი საქართველოში თამბაქოს ინდუსტრიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თამბაქოს კონტროლის ალიანსი საქართველოში თამბაქოს ინდუსტრიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
xr:d:DAGAsEKG9O8:9,j:6698401520346677955,t:24032709

თამბაქოს ინდუსტრიის მთავრობების საქმიანობაში ჩარევის საერთაშორისო ინდექსის (GTI Interference Index) მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო 80 ქვეყნიდან 76-ე ადგილზეა, – ამის შესახებ ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, თამბაქოს ინდუსტრიას ძლიერი მხარდაჭერა აქვს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ბლოკისა და პარლამენტისგან, რის გამოც ლეგალური ლობირება და უკანონო საქმიანობა ერთმანეთშია არეული და პოლიტიკა ინდუსტრიის ინტერესების სასარგებლოდ იმართება.

„სამწუხაროდ, GTI Interference Index-ის მონაცემები გაამყარა მიმდინარე წლის სექტემბერში გორში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ, რომლის შედეგად სიგარეტის არალეგალური ქარხნიდან ამოღებულია 2 176 341 ლარის ღირებულების 323 851კოლოფი სიგარეტი „კარელია“. უკანონო წარმოების ფაქტზე კი დაკავებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახისა და პირადი დაცვის წევრები. შორს ვართ ილუზიისგან, რომ სპეცოპერაციის შედეგად თამბაქოს ბიზნესის ჩრდილოვანი მხარე სრულად აღმოიფხვრა. მეტიც, გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ეს იყო ჰიდრას მხოლოდ ერთი თავი, რომელიც გარკვეული, პოლიტიკური ან სხვა ინტერესების გამო მოკვეთეს და არა თამბაქოს არალეგალურ ბიზნესთან და, ზოგადად, ჩრდილოვან ეკონომიკასთან საბრძოლველად. ამიტომაც მტკიცედ მიგვაჩნია, რომ საქართველოში თამბაქოს უკანონო წარმოების ერთი და ორი „ცეხი“ კი არა, მთელი იმპერია მოქმედებს, რომელსაც მაღალი რანგის ოფიციალური პირები შეიძლება მფარველობდნენ. ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების მფარველობა არ გამოიხატება მხოლოდ თამბაქოს უკანონო წარმოებით და კონტრაბანდული სიგარეტებისრეალიზაციით. ამ დრომდე ირღვევა თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული (სადა) შეფუთვით რეალიზაციის რეგულაციაც. მიუხედავად იმისა, რომ კანონის ნორმა უკვე ექვსი თვეა ამოქმედდა, სავაჭრო ქსელებში კვლავ შედის თამბაქოს ნაწარმი ძველი შეფუთვით და შესაბამისი სამსახურების მხრიდან ამ დანაშაულებრივი ფაქტების იგნორირება ხდება. ჩვენ არ ვართ საგამოძიებო სამსახური და ხელს ვერავის დავადებთ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ შსს, პროკურატურა და სხვა შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, ამ შემთხვევაშიც, კორუფციული გარიგების საფუძველზე ხომ არ ხდება თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების დაცვა, მით უმეტეს, როცა ამ დარღვევების გამო, ბიუჯეტმა უკვე, სულ ცოტა, 5 მილიონ ლარზე მეტი დაკარგა. ამასთან, სადა შეფუთვის გარეშე კოლოფების აღმოჩენით იოლად გასარჩევია უკანონო სიგარეტის ნაწარმი.

მიგვაჩნია, რომ თამბაქოს არალეგალური საწარმოები, კონტრაბანდა, კანონის რეგულაციების დარღვევაზე თვალის დახუჭვა და მთავრობაზე ინდუსტრიის გავლენა ერთი ჯაჭვის რგოლებია და მთავრობის მხრიდან, გამჭვირვალობისა და მკაცრი პოლიტიკის გატარების გარეშე, თამბაქოს კონტროლის კანონების აღსრულება და ზოგადად რეფორმა ეფექტური ვერ იქნება. სწორედ დანაშაული ქსელების მფარველობის გავლენის შედეგი გვგონია ისიც, რომ საქართველო დღემდე არ არის თამბაქოს ნაწარმის უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო ოქმზე მიერთებული. ოქმის ძალაში შესვლიდან შვიდი წლის თავზეც, რომ ამ მარეგულირებელი ხელშეკრულების წევრი არ ხარ უკვე შვიდი წელი, ეს ნიშნავს, რომ ეფექტურად არ ებრძვი კონტრაბანდას და უკანონო ვაჭრობას და მხოლოდ დაბალი რგოლის პასუხისმგებელი პირების (მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, პოლიციის მაღალჩინოსნები, და ა.შ.) ბოლო წლებში დაპატიმრებებით რეალურად პრობლემა არ გვარდება. ბოლომდე გამოსააშკარავებელია ვინ მფარველობს არალეგალური სიგარეტის წარმოებას, რეალიზაციას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან ორგანიზებულად, დიდი რაოდენობით კონტრაბანდის გადმოტანას, რაც მხოლოდ ადმინისტრაციული დანაშაულის კატეგორიაში ვერ ჯდება. ასეთი ორგანიზებული, კრიმინალური ქმედებები კი ხელს უწყობს ჩრდილოვანი ეკონომიკის გაძლიერებას, რომელიც სახელმწიფოს ბიუჯეტს ასობით მილიონ ლარს აკარგვინებს. თუ ამ კუთხით ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებას რეალურად სურს ეფექტური ზომების გატარება და აქვს შესაბამისი პოლიტიკური ნება, დაუყონებვლივ უნდა შეუერთდეს ზემოაღნიშნულ საერთაშორისო ოქმს, მთავრობამ გამჭვირვალე გახადოს ურთიერთობა თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შესაბამისი დადგენილების მიღებით, რომლის ვალდებულება ჯერ კიდევ 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე ჰქონდა, ასევე გააძლიეროს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგის დაფინანსება, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი უკანონო ვაჭრობის მონიტორინგი შეიძლება გახდეს“, – ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ