— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორად ჯავარა უგრეხელიძე დაინიშნა

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორად ჯავარა უგრეხელიძე დაინიშნა


ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე ჯავარა უგრეხელიძე დაინიშნა. ახალი დირექტორი თანამშრომლებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა წარუდგინა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ, თანამშრომლებს, კლინიკის განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო და ჯავარა უგრეხელიძეს წარმატებები უსურვა.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია და მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს როგორც კლინიკურ, ისე ჯანდაცვის მენეჯმენტის სფეროში. გასულ წლებში, ის საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. 2024 წლის მარტიდან დღემდე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების დეპარტამენტის პროფესიული რეგულირების სამმართველოს უწყვეტი პროფესიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. მანამდე კი, 2022-2024 წლებში, მუშაობდა აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში პერსონალის უწყვეტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელად, ასევე სხვადასხვა პერიოდში ეკავა დირექტორის მოადგილის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისა და სამედიცინო მენეჯერის პოზიციები.

ჯავარა უგრეხელიძე აქტიურადაა ჩართული აკადემიურ საქმიანობაში, იგი მოწვეული ლექტორია თბილისის სამედიცინო აკადემიასა და კავკასიის უნივერსიტეტებში. მისი სამეცნიერო ინტერესები ძირითადად კარდიოლოგიასა და ჰიპერტენზიის მიმართულებებს მოიცავს, ხოლო მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია საერთაშორისო და ქართულ სამედიცინო გამოცემებში.

ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის ყოფილ დირექტორს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. გოგა მესხი საქმიანობას სოციალურ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ