— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?!
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: პატიმრების გარშემო ვინც არიან სხვები, უმეტესწილად  გარეთ არიან და ყველაფრს აკეთებენ იმისათვის, რომ პატიმრები არც კი დაფიქრდნენ რაიმე შემხვედრი ნაბიჯის გადადგმაზე და ამაზე უზარმაზარი თანხები იხარჯება

თენგიზ შარმანაშვილი: პატიმრების გარშემო ვინც არიან სხვები, უმეტესწილად გარეთ არიან და ყველაფრს აკეთებენ იმისათვის, რომ…

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“,  პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟზე ისაუბრა.

მანვე აღნიშნა, რომ „რადიკალები პატიმრების მაგივრად ლაპარაკობენ“ და არ აძლევენ შემხვედრი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას.  შარმანაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მშობლები და მათი ახლობლები კარგად დაფიქრდებიან, თუ ვინ მიიყვანა მათი შვილები ამ მდგომარეობამდე.

„როდესაც ღირსებისკენ მიდრეკილება არ გაქვს ამას ვერავინ ჩამოგიყალიბებს. როცა შენ გულწრფელად გინდა რაღაცის გაკეთება რა თქმა უნდა, ამ რადიკალიზმისკენ და ამ ნაბიჯისკენ არ უბიძგებ. პირიქით, გადადგამ ისეთ ნაბიჯს, რომ მას გაუადვილო სწორი ნაბიჯის გადადგმა. ახლა ეს რადიკალები ამ პატიმრების მიმართ რა აკეთებენ? – მათ მაგივრადაც ლაპარაკობენ და ეუბნებიან, რომ აზრადაც კი არ მოგივიდეს თავში რამე შემხვედრი ნაბიჯი გადადგა, ისეთი ნაბიჯი, სადაც იტყვი, რომ კარგი რაც იყო მოხდა, მაგრამ ჩვენ უარს ვამბობთ ძალადობრივი გზით პოლიტიკურ მოღვაწეობას და შეიძლება მე შენი ოპონენტი ვიყო, მაგრამ ძალადობაზე უარს ვამბობო. ამის გაკეთების საშუალებას არ აძლევენ, ამაში მილიონებს ხარჯავენ, ფული იხარჯება იმისთვის, რომ არცერთმა ადამიანმა არ გაბედოს და არ გადადგას სწორი ნაბიჯი, არ გადადგას ნაბიჯი ეროვნული ინტეგრაციისკენ, შეთანხმებისკენ და ამას დიდი ხანია აკეთებენ.

პრეზიდენტი არ არის შეზღუდული არავის მოსაზრებით, როდესაც ამ ჰუმანურ აქტს გამოსცემს. შეიძლება ვინმესთან გასაუბრება მოინდომოს, მაგრამ პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, თავისია. აქ ლაპარაკია იმაზე, როგორ იქცევიან ამ პატიმრების გარშემო სხვები. პატიმრების გარშემო ვინც არიან სხვები, უმეტესწილად ისინი გარეთ არიან და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პატიმრები არც კი დაფიქრდნენ რაიმე შემხვედრი ნაბიჯის გადადგმაზე და ამაზე  უზარმაზარი თანხები იხარჯება.  ახლა დაიწყებენ მორიგი ტყუილების კასკადს. ხან მომწამლავ ნივთიერებას იტყვიან, ხან იმას იტყვიან, რომ თითქოს ხელისუფლებამ უთხრა მშობლებს, მიდით ციხის კარებთან, დაელოდეთ და გამოვუშვებთ, ამდენ ტყუილს და პერფორმანსებს დადგამენ, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ჩვენი ამომრჩეველი არ ტყუვდება. არაუშავს მიხვდებიან, როცა საჭირო იქნება მაშინ და მე მაინც იმედი მაქვს, რომ თვითონ ეს მშობლები და მათი ახლობლები კარგად დაფიქრდებიან ვინ მიიყვანა მათი შვილები ამ მდგომარეობამდე“-განაცხადა შარმანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

56 წთ წინ1 წთ
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ… პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს

60 წთ წინ3 წთ
არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა პოლიტიკა

არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

3 სთ წინ2 წთ