თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალებაზე ოპოზიციის სპეკულაციის შესახებ: შეცდომაში შეყვანილ მშობლებზეც იმოქმედეს და შეუქმნეს ყალბი განწყობა. ძალიან მდაბიო საქციელია, როდესაც პატიმრის მშობლის გამოყენება გინდა პოლიტიკური ქულების დასაწერად

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალებაზე ოპოზიციის სპეკულაციის შესახებ: შეცდომაში შეყვანილ მშობლებზეც იმოქმედეს და შეუქმნეს ყალბი…

ოპოზიციის ტაქტიკა ამ წლების განმავლობაში არის პერფორმანსებზე აგებული. ნასწავლი აქვთ, რომ მთავარია შექმნა განწყობა, რაღაც აღქმები და სინამდვილეს და რეალობას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან, რომ ჩვენი მოსახლეობა აღარ ტყუვდება ასეთი რაღაცებით, საკმაოდ გამოცდილია და ეს ყველა ჩავლილმა არჩევნებმა აჩვენა, რა გამოძახილი და რა გავლენა აქვთ მათ პერფორმანსებს ჩვენ ამომრჩეველზე- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ აგორებულ კამპანიაზე.

მან ამის შესახებ გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ მოსახლეობისთვის მოინდომა ყალბი განწყობის შექმნა და ყველაფრის ხელისუფლებისთვის გადაბრალება, რომ თითქოს ხელისუფლებამ დაგეგმა შეწყალება და შემდეგ გადაიფიქრა. მისი თქმით, ამის „არანაირი ნიშანი არ არსებობდა“.

„წარმოიდგინეთ, ის ვინც უნდა შეიწყალოს, იმას თვლიან არალეგიტიმურად. ამბობენ, რომ მაგისი არაფერი გვინდა, თან განცხადებებს აკეთებენ, რომ ჩვენ შესაწყალებელი არაფერი გვაქვს და არც არაფერს ვითხოვთ ამ ადამიანისგან.  პროკურატურა საპროცესო შეთანხმებასაც კი სთავაზობდა და ეუბნებოდა, მოდით ჩვენ წამოვალთ საპროცესო შეთანხმებაზე, ოღონდ დავინახოთ, რომ თქვენ გაიაზრეთ ჩადენილი დანაშაულის თაობაზე თქვენი ბრალი და ჩვენც გადმოვდგამთ ნაბიჯს. ანუ განაჩენი იქნება გაცილებით უფრო ლმობიერი, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ შენ ამას არ აკეთებ. არცერთი ნაბიჯი არ გადმოდგეს. გარედანაც, შიგნიდანაც, ვინც არიან მათი მმართველები, ისინიც დაახლოებით ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ, რომ ის არალეგიტიმურია, საერთოდ არ გვაინტერესებს და ასე შემდეგ.

მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ 159 ადამიანის სიაში მათი შვილები ვერ იქნებოდნენ იმიტომ, რომ თვითონაც აკეთებდნენ ამ განცხადებებს ტელევიზიის თვალწინ, რომ ჩვენ მისი არაფერი გვინდა და აღარც შეწყალებას ვითხოვთ. შეიძლება რაღაც ნაწილს გულწრფელი მოლოდინი ჰქონდა,  მაგრამ არანაირი ნიშანი იმისა, რომ ეს მოხდებოდა არ არსებობდა.  ამ ნაწილს, ვინც გულწრფელად ფიქრობდა, რომ შეიძლება მათი შვილი შეეწყალებინათ, შეცდომაში შეყვანილ მშობლებზეც იმოქმედეს და შეუქმნეს ყალბი განწყობა და რაც მთავარია, ეს ყალბი განწყობის შექმნა მოინდომეს მთელი მოსახლეობისთვის, რომ თითქოს ხელისუფლებამ დაგეგმა ეს, ხელისუფლებამ დაუანონსა და უთხრა ამ ხალხს, რომ თქვენს შვილებს შევიწყალებ, მერე ბოლო მომენტში გადაიფიქრა და ეს არ გააკეთა, რაც სრულიად წარმოუდგენელია. არანაირი ნიშანი ამისი არ არსებობდა“-აღნიშნა შარმანაშვილმა.

შარმანაშვილი ფიქრობს, რომ პატიმრების მშობლები მალე მიხვდებიან, თუ ვინ მიიყვანა მათი შვილები ამ მდგომარეობამდე.

„მიუხედავად ამისა, მაინც ეს პერფორმანსი გააკეთეს. ეს არის ძალიან მდაბიო საქციელი. როდესაც პატიმრის მშობლის გამოყენება გინდა შენი პოლიტიკური ქულების დასაწერად, არის ძალიან მდაბიო საქციელი, თუმცა ასეთ მდაბიო და ძნედაცემულ ნაბიჯებს პირველად არ დგამენ.  მე ვფიქრობ, ეს მშობლები ცოტა ხანში ძალიან კარგად მიხვდებიან ვინ ჩააყენა მათი შვილები ამ მდგომარეობაში და რატომ არიან დღესაც ისინი ამ მდგომარეობაში და რატომ ვერ გადადგამს სახელმწიფო მათთან შემხვედრ ნაბიჯებს იმის გამო, რომ მათ თავში უტენიან, რომ ასეთი რადიკალები უნდა იყვნენ ციხეშიც, რომ იქიდანაც უნდა დააანონსონ, რომ ერთი სურვილი გვაქვს გარეთ გამოვიდეთ და ეს ძალადობრივი ქმედებები გავაგრძელოთ. დარწმუნებული ვარ, რომ დადგება ეს დრო, მაგრამ რაც უფრო ადრე მიხვდებიან, უფრო კარგია, ვისზე უნდა გაბრაზდნენ ამას მიხვდებიან. მგონი ესეც 24 საათიანი პერფორმანსი იყო და ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხვდება, რომ პერფორმანსებით და ტყუილებით უპირებენ მათ მოტყუებას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვარწმუნებ, რომ ვინც ამას გეგმავს ჯერ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისინი არ იცნობენ ქართველ ხალხს და ნუ გგონიათ, რომ ისეთი მიამიტი ერია, რომ ასე მარტივად იჯერებს და ვერ ხვდება ამ ყველაფერს. ძალიან კარგად ხვდება და თუ ასე გააგრძელებენ, შემდეგ არჩევნებზეც ვინც იქნება პოლიტიკაში დარჩენილი კიდევ უფრო უარეს პასუხს მიიღებენ მიიღებენ ამ ხალხისგან“-განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

16 სთ წინ4 წთ
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

18 სთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

3 დღის წინ2 წთ