— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! ირაკლი კირცხალია – ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის
პოლიტიკა

The New York Times: ტრამპის ვენესუელაში შეჭრამ, შესაძლოა, რუსეთისა და ჩინეთის აგრესია გააძლიეროს

The New York Times: ტრამპის ვენესუელაში შეჭრამ, შესაძლოა, რუსეთისა და ჩინეთის აგრესია გააძლიეროს
TOPSHOT - US President Donald Trump looks on before delivering a speech during the World Economic Forum (WEF) annual meeting on January 26, 2018 in Davos, eastern Switzerland. / AFP PHOTO / Fabrice COFFRINI (Photo credit should read FABRICE COFFRINI/AFP/Getty Images)

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვენესუელაში შეჭრამ, შესაძლოა, რუსეთისა და ჩინეთის აგრესია გააძლიეროს. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემას ანალიტიკოსები უყვებიან, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანა ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მოკავშირე იყო, აშშ-ის თავდასხმამ, შესაძლოა, მათ სხვა სფეროებში ძალის გამოყენების გამართლება მისცეს.

გამოცემის ცნობით, ვენესუელაზე თავდასხმის და მისი სახელმწიფოს მეთაურის დაკავების შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ ქვეყანა „უცხოელ მოწინააღმდეგეებს მასპინძლობდა“ და დაამატა, რომ „ამერიკის დომინირება დასავლეთ ნახევარსფეროში აღარასდროს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“.

სტატიის ავტორის თქმით, ტრამპის განცხადებები, როგორც ჩანს, რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომლებმაც მჭიდრო კავშირები დაამყარეს ვენესუელის ლიდერ ნიკოლას მადუროსთან. ორი ქვეყნისთვის, რომლებიც დიდი ხანია ამერიკის მთავარ მოწინააღმდეგეებად ითვლებიან, რუსეთისა და ჩინეთისთვის, ეს გაურკვევლობა შესაძლებლობებით არის სავსე.

„თუ ჩვენ გვაქვს უფლება ვიყოთ აგრესიულები ჩვენს ეზოში, რატომ არ შეუძლიათ მათ?“ – თქვა ფიონა ჰილმა, რომელიც ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში თეთრ სახლში ევროპის და რუსეთის საკითხებში უფროსი დირექტორი იყო.

ახლა რუსეთს შეიძლება უფრო მეტი იღბალი ჰქონდეს მსგავსი გეოპოლიტიკური გარიგების მცდელობისას, რადგან ტრამპის რიტორიკა „აჩვენებს, რომ ყველაფრის გაცვლა შესაძლებელია“, – თქვა ჰილმა ორშაბათს ინტერვიუში.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ამ დროისთვის ჩინეთმა და რუსეთმა დაგმეს აშშ-ის თავდასხმა ვენესუელაზე, თუმცა მათ არ გამოუთქვამთ მზადყოფნა თავიანთი მოკავშირის დაცვის შესახებ. ორშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რუსეთმა და ჩინეთმა მოითხოვეს მადუროსა და მისი მეუღლის გათავისუფლება და შეერთებული შტატების მხრიდან ნებისმიერი შემდგომი სამხედრო ქმედების შეწყვეტა.

Reuters-ის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ კვირას განაცხადა, რომ არცერთ ქვეყანას არ შეუძლია „მსოფლიო პოლიციელის“ როლი ითამაშოს შეერთებული შტატების ხსენების გარეშე.

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს განუცხადა, რომ ტრამპი „და მისი გუნდი მტკიცედ იცავდნენ მისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც პოლიტიკურს, ასევე ეკონომიკურს“.

გამოცემის ცნობითვე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როგორც მოსკოვის, ასევე პეკინის გათვლები იმის შესახებ, თუ რას მოიგებენ, ან დაკარგავენ შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებით, სწრაფად იცვლება. ორივე ქვეყანა აცნობიერებს, რომ ტრამპის გაღიზიანებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს, მაშინ როცა მისი ქება მნიშვნელოვან სარგებელს იძლევა.

„როგორც რუსეთს, ასევე ჩინეთს სურთ, ტრამპის მანიპულირება პრიორიტეტად აქციონ, რათა საკუთარი უფრო მნიშვნელოვანი ინტერესების მიღწევა შეძლონ“, – განაცხადა ვაშინგტონში მდებარე კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტმა ტონგ ჟაომ.