— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

წყალტუბოში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

წყალტუბოში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

წყალტუბოში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ წყალტუბოელებს ახალი, 2026 წელი მიულოცა.

„ახალი წელი ის დღესასწაულია, რომელიც ყველას მომავლის რწმენით გვავსებს, ნაძვის ხის ანთება კი სურვილების ჩაფიქრებას უკავშირდება. მოდით, ვუსურვოთ ჩვენს სამშობლოს მშვიდობა, კეთილდღეობა, განვითარება და წინსვლა; ჩვენს ხალხს – ჯანმრთელობა, მხნეობა, დღეგრძელობა და წარმატებები. გავუზიაროთ ერთმანეთს სიკეთე და სიყვარული, ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაზე. დაე, ახალი 2026 წელი იყოს სიკეთის, წინსვლისა და მშვიდობის მომტანი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის!“ – აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, პირველი მოადგილე კობა გურეშიძე, მოადგილეები: ნესტორ აფხაძე, სერგო კირკიტაძე, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და მოადგილე გია კვასტიანი.

თოვლის ბაბუამ ბავშვებთან ერთად საზეიმოდ აანთო საახალწლო ნაძვის ხე.

კონცერტი „მრავალჟამიერით“ გახსნა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ნადურმა“. ა(ა)იპ წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის სამუსიკო სკოლისა და ქალაქის №1 საჯარო სკოლის ბავშვთა გუნდის მონაწილეობით შესრულდა საშობაო სიმღერა.

კონცერტი გაგრძელდა ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. სცენაზე საახალწლო ნომრებით წარდგნენ „წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ ვოკალური ჯგუფი „ოცნება“ და საესტრადო-სამეჯლისო თეატრალური სტუდიები – „ცისარტყელა“ და „ბესთ ვოისი“.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ