— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მეცნიერება

Twitter-ისა და Pinterest-ის თანადამფუძნებლებმა ახალი სოციალური ქსელი წარადგინეს

Twitter-ისა და Pinterest-ის თანადამფუძნებლებმა ახალი სოციალური ქსელი წარადგინეს

Twitter-ის თანადამფუძნებელმა ბიზ სტოუნმა და Pinterest-ის თანადამფუძნებელმა ევან შარპმა წარადგინეს აპლიკაცია Tangle – ახალი სოციალური სერვისი, რომელიც გაცნობიერებულ ცხოვრებაზეა ორიენტირებული. პროექტის შესახებ Financial Times-ი წერს. პუბლიკაციაში Tangle-ი მოხსენიებულია, როგორც თანამედროვე სოციალური ქსელების „ანტიდოტი“.

სოციალური პლატფორმა ეკუთვნის კომპანია West Co.-ს, რომელიც სტოუნმა და შარპმა 2023 წელს დააფუძნეს. FT-ს მონაცემებით, სტარტაპმა პროდუქტის განვითარებისთვის 29 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.

West Co.-ს ვებგვერდზე Tangle-ი აღწერილია, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება ცხოვრების მიზანმიმართულად დაგეგმვაში, ყოველდღიური მოვლენების დაფიქსირებასა და იმ კავშირების თვალყურის დევნაში, რომლებიც პირად გამოცდილებას აყალიბებს. აპლიკაციაზე წვდომა ამჟამად მხოლოდ მოწვევით არის შესაძლებელი. მომხმარებლებს სთავაზობენ გაუზიარონ მეგობრებს პირადი მიზნები და განზრახვები, დაუჭირონ მხარი ერთმანეთს და განიხილონ დასახული ამოცანების მიღწევის გზები. დეველოპერები ხაზს უსვამენ, რომ სერვისი არ არის ორიენტირებული კონტენტის ტრადიციულ „ფიდზე“.

სტოუნმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პროდუქტი ტესტირების ადრეულ ეტაპზეა და საჯარო გაშვებამდე შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს. მისი თქმით, ისეთი სერვისის შექმნა, რომელიც ადამიანებს ცხოვრებაში ორიენტირებაში ეხმარება, რთული ამოცანა აღმოჩნდა.

შარპმა კი აღნიშნა, რომ პროექტი სმარტფონებისა და სოცქსელების საყოველთაო მოხმარების შედეგების შემცირების მცდელობაა. მან დასძინა, რომ ფიქრობდა ისეთ პროდუქტზე, რომელიც ნაწილობრივ მაინც აანაზღაურებდა ციფრული პლატფორმების ნეგატიურ გავლენას ადამიანების ფსიქიკასა და ემოციურ მდგომარეობაზე.