— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ამპუტანტ ფეხბურთელთა რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ამპუტანტ ფეხბურთელთა რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია…

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციისა და მისი პრეზიდენტის, გიორგი გვალიას ორგანიზებით, ამპუტანტთა ფეხბურთში საქართველოს 2025 წლის რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა თბილისის კლუბი „თბილისი“. მეორე ადგილი დაიკავა გორის „დილამ“, ხოლო მესამე ადგილზე ზესტაფონის „მარგვეთი“ გავიდა. ნომინაციაში „საუკეთესო მეკარე“ თბილისის „თბილისის“ წევრმა, პავლე ბახტურიძემ გაიმარჯვა, ხოლო 2025 წლის რეგულარული ჩემპიონატის „ბომბარდირის“ ტიტული ამავე გუნდის წარმომადგენელს, ნიკა ქრისტესიაშვილს ხვდა წილად.

ამპუტანტ სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ: „ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაცია და გუნდები, რომლებიც წარმოდგენილია სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, თითოეულ ჩვენგანს აძლევს იმის უნარს, რომ იმედი არ დავკარგოთ არასდროს. ამ კაცების თამაშს, ბრძოლას, სულიერ სიძლიერეს რომ ვუყურებ, რითაც ისინი ავსებენ თავიანთ სხეულის გარკვეულ ხარვეზებს, ეს არის სამაგალითო. მით უმეტეს ახლა, მათთან ერთად, ახალგაზრდები არიან გუნდში ანალოგიური გამოწვევებით. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს აქვს სხვა, უფრო არანაკლები პასუხისმგებლობები, სადაც ფსიქოლოგიური მზაობა, ბრძოლისუნარიანობა საწინდარია წარმატების. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, რა თქმა უნდა, მთავრობასთან და ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად უნდა ვიყოთ ჩართულნი ასოციაციის განვითარების პროცესში,“ – განაცხადა კობა კობალაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობის სიგელი გადაეცა საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს, აფხაზეთის ომის ვეტერანს, თენგიზ პაჭკორიას.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე და სამსახურის კოორდინატორი, ვლადიმერ იმნაძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამპუტანტთა ფეხბურთის დაფუძნება-განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობის მუდმივი მხარდაჭერის გათვალისწინებით, ასოციაციის წევრთა 2024 წლის 13 მაისის საერთო კრების გადაწყვეტილებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ასოციაციის წევრი გახდა განსაკუთრებული სტატუსით.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ