— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება

აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება

აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება. ამჯერად, რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებს ვიზიტორები პოლონეთსა და უზბეკეთში ტურისტულ გამოფენებზე გაეცნენ. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოფენების ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს სტენდთან დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში მოგზაურობასთან და რეგიონის სამთო-საზღვაო ტურისტულ პროდუქტებთან დაკავშირებით, ასევე ქართული ღვინო და ჩურჩხელა დაეგემოვნებინათ. გამოფენების ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ ტურისტული კომპანიების, ასოციაციების, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებს. შეხვედრებზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და აჭარაში მედიატურების ორგანიზების საკითხები განიხილეს.

„მიმდინარე წელს, ჩვენი რეგიონი და ქვეყანა 28 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გვქონდა წარმოდგენილი, რაც აუცილებელია ჩვენი რეგიონის შესახებ ცნობადობის გაზრდისა და პოზიციონირების მიმართულებით. ისეთ მნიშვნელოვან პლატფორმებზე გავუწიეთ აჭარას პოპულარიზაცია, როგორიცაა ბერლინის, ლონდონის, ბარსელონას, ნიუ-იორკის, მადრიდის, დუბაის, ფრანკფურტის გამოფენები. გარდა ამისა, რეგიონში ვუმასპინძლეთ 350-მდე ინფლუენსერს, კონტენტ-კრეატორს, ტურისტული სააგენტოსა და მედიის წარმომადგენელს სხვადასხვა ქვეყნიდან“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ