— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

რუსთავში შარტავას გამზირზე საზოგადოებრივი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში შარტავას გამზირზე საზოგადოებრივი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება. ურბანულად ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ქუჩაზე – შარტავას გამზირზე, ახალი საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნენ.

„რუსთავში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობაზე. შარტავას გამზირზე საფეხმავლო ბილიკები პრაქტიკულად დაკარგული იყო, მოქალაქეები ფეხით გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ, რადგან ეს ტერიტორია ავტოსადგომს ჰქონდა დაკავებული. პროექტის დასრულების შემდეგ მოეწყობა საფეხმავლო და ველო ბილიკები, სარწყავი სისტემა, მწვანე სივრცეები და დამონტაჟდება ახალი სანათები“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის მიხედვით 1400 კვ.მ ფართობზე დეკორატიული ფილებით მოპირკეთებული ტროტუარების, ველობილიკების, სარწყავი სისტემის, გარე განათების ახალი ქსელის და დასასვენებელი არეალების მოწყობაა განსაზღვრული. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მიმდებარედ არსებულ შიდასაუბნო სივრცესაც.

„რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს. ურბანულად ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ შარტავას გამზირზე ახალი საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენ მივიღებთ სრულიად ახალ სივრცეს, სადაც მოქალაქეები უსაფრთხოდ შეძლებენ ფეხით გადაადგილებას“, – განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა

პროექტის ღირებულება 754 358 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ