— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
საქართველო

ADB-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი სექტემბრის 5.0%-დან 5.5%-მდე გააუმჯობესა

ADB-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი სექტემბრის 5.0%-დან 5.5%-მდე გააუმჯობესა

აზიის განვითარების ბანკის (ADB)-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი სექტემბრის 5.0%-დან 5.5%-მდე გააუმჯობესა. 

,,ზრდას ხელს უწყობს მომსახურების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში ძლიერი მაჩვენებლები, რაც ინფორმაციული ტექნოლოგიების მაღალ პროდუქტიულობას ასახავს, ასევე – კერძო მოხმარების მდგრადობა და უცხოელი ინვესტორების გაორმაგებული რეინვესტირება”, – წერდა აზიის განვითარების ბანკი (ADB) სექტემბერში.

„მომატებულმა საგარეო რისკებმა, მათ შორის ომმა უკრაინაში და დაძაბულობამ ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა ზიანი მიაყენოს ეკონომიკურ აქტივობას, შეანელოს გლობალური აღდგენა და გაზარდოს ინფლაციური წნეხი. ამ კონტექსტში, ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად საქართველოს სჭირდება რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის გაღრმავება და დაკავშირებადობის ჰაბის როლის გამყარება. ეს მოითხოვს ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკაში მიმდინარე ინვესტიციების გაგრძელებას, რეგიონულ პარტნიორებთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, ვაჭრობის გაფართოებასა და კერძო სექტორის მხარდაჭერის გაზრდას“, – განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა. 

,,2026 წელს მშენებლობისა და წარმოების ზრდის ფონზე მოსალოდნელია მრეწველობის 2.4%-მდე გაზრდა, 2025 წლის 1.4%-თან შედარებით, ხოლო 2027 წელს 2.0%-მდე შემცირება. მომსახურების სექტორი კვლავ ზრდის მთავარ მამოძრავებლად დარჩება, თუმცა მოსალოდნელია მისი შენელება —2025 წლის 10.8%-დან 2026 წელს 7.5%-მდე და 2027 წელს 6.8%-მდე. სოფლის მეურნეობა 2026 წელს დასტაბილურდება და 2027 წელს 1.7%-იან ზრდას დაუბრუნდება, 2025 წელს 6.1%-იანი შემცირების შემდეგ. აღდგენას ხელს შეუწყობს სარწყავი სისტემებისა და პროდუქტიულობის ბოლოდროინდელი გაუმჯობესება”, – აღნიშნულია ანგარიშში. 

აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის განახლებული ანგარიშის თანახმად, ადრეული სტაბილიზაციის სცენარის პირობებში, 2026 წელს 3.8% ინფლაციას ვარაუდობენ, რაც ოდნავ ჩამოუვარდება 2025 წლის 3.9%-ს, ხოლო 2027 წელს 3.3%-მდე შემცირდება. რადგან საქართველო კვლავაც მოწყვლადია გარე შოკების მიმართ, ტრადიციული მიწოდების ჯაჭვების გახანგრძლივებული შეფერხება და ნავთობზე ფასების გლობალური ზრდა ინფლაციურ რისკებს გააძლიერებს.

,,2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 3.0%-ზე ნაკლებ ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა მოსალოდნელია მისი გაფართოება ექსპორტის ზრდის შენელების ფონზე. გლობალური გაურკვევლობის პირობებში, მომსახურების ექსპორტის ზრდა 2026 წელს 6.8%-მდე შემცირდება, თუმცა 2027 წელს 7.2%-მდე გაიზრდება, ტრანსპორტისა და ტურიზმის ხელშეწყობით. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ადრეული სტაბილიზაციის სცენარის ფარგლებში სტაბილურად შენარჩუნდება, თუმცა შესაძლოა შემცირდეს, თუ ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობა გამწვავდება ან შეფერხებები გაგრძელდება.

საქართველო ისწრაფვის, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო, სავაჭრო და ლოგისტიკური ჰაბი გლობალური ღირებულების ჯაჭვებისთვის. გლობალურ ღირებულების ჯაჭვებში მონაწილეობის გასაძლიერებლად, ქვეყანამ პრიორიტეტად უნდა აქციოს კოორდინირებული პოლიტიკით გადადგმული ნაბიჯები დარჩენილი ინფრასტრუქტურული და მარეგულირებელი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ლოგისტიკას გააჩნია ძლიერი პოტენციალი ინტეგრაციის მხარდასაჭერად – ვაჭრობის შესაძლებლობების გაფართოების, კლასტერული განვითარების ხელშეწყობისა და ინტეგრირებული ეკონომიკური ზონების შექმნის გზით. მრავალმხრივი ჩართულობის გაღრმავება ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნას და სიღარიბის შემცირებას. პარტნიორების მხრიდან ღია და პროგნოზირებადი პოლიტიკის პირობებში, საქართველოს შეუძლია გამოიყენოს სტრატეგიული მდებარეობა და ინსტიტუციური სიძლიერე მიმწოდებელთა ქსელების გასაძლიერებლად და ღირებულების ჯაჭვში უფრო მაღალი პოზიციის დასაკავებლად”, – წერს აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ი. 

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ