— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

ახალი ქართული პასპორტი და პირადობის მოწმობა უსაფრთხო დოკუმენტების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

ახალი ქართული პასპორტი და პირადობის მოწმობა უსაფრთხო დოკუმენტების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

საქართველოს ახალმა ბიომეტრიულმა პასპორტმა და პირადობის ელექტრონულმა მოწმობამ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა, როგორც თანამედროვე სტანდარტების, მაღალი უსაფრთხოების, გამორჩეული და დახვეწილი დიზაინის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებმა.

ახალი ბიომეტრიული პასპორტი და პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელთა გაცემა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2025 წელს დაიწყო, წარდგენილი იყო უსაფრთხო დოკუმენტების ტექნოლოგიების რეგიონული ფორუმის – „მაღალი უსაფრთხოების ბეჭდვა 2026“ (High Security Printing EMEA 2026) ფარგლებში გამართულ კონკურსში, ნომინაციაში – „საუკეთესო დოკუმენტების სერია“.

დაჯილდოების ცერემონიაზე ჯილდო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძეს გადაეცა.
უსაფრთხო დოკუმენტების ტექნოლოგიების ყოველწლიური რეგიონული ფორუმი მაროკოს სამეფოს დედაქალაქ რაბათში, ბრიტანული კომპანიის „რექონესენს ინტერნეიშენალის“ (Reconnaissance International) ორგანიზებით ჩატარდა. მასში 50-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები: სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, თამთა ფეტვიაშვილი და ახალი თაობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების პროექტის მენეჯერი, ნატალია გეგელაშვილი ფორუმზე მოხსენებით წარდგნენ და ღონისძიების მონაწილეებს ახალი ქართული დოკუმენტების დიზაინი და მახასიათებლები გააცნეს.

ახალი თაობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების – საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის ელექტრონული მოწმობის უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით, დიზაინი კი ეროვნული თემატიკით არის გაჯერებული.

ინფორმაციას სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ