— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

ფიზიკის მასწავლებლები ერთკვირიან სტაჟირებას CERN-ში გაივლიან

ფიზიკის მასწავლებლები ერთკვირიან სტაჟირებას CERN-ში გაივლიან


 მსოფლიო
 ჯანდაცვა საზოგადოება სამართალი თავდაცვა რეგიონი კულტურა სპორტი ტექნოლოგიები ტაბლოიდი

არქივი

 თემა ინტერვიუ ინქვიზიცია

სებ-ის კურსი 

 2.6789 

 3.1724 

Imedinews Facebook
Imedinews Twitter
Imedinews Youtube

საზოგადოება

17 თებერვალი 2026, 22:20 / სანდო წყარო

ფიზიკის მასწავლებლები ერთკვირიან სტაჟირებას CERN-ში გაივლიან

ფოტო: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ კონკურსის წესით შერჩეული ფიზიკის მასწავლებლები ერთკვირიან სტაჟირებას ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში – CERN-ში (European Organization for Nuclear Research) გაივლიან. ვიზიტი განხორციელდება 2026 წლის 1-6 მარტს და სრულად დაფინანსდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, – ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა, CERN-ში სტაჟირების მონაწილე ფიზიკის მასწავლებლებს ვიზიტში მონაწილეობა მიულოცა. მან ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე ფიზიკის საგნის პოპულარიზაციის, მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განათლების და სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

„სტაჟირების ფარგლებში პედაგოგები დაათვალიერებენ CERN-ის სამეცნიერო ლაბორატორიებს, დაესწრებიან ექსპერიმენტებს, გაეცნობიან თანამედროვე მიღწევებს და მომავლის პერსპექტივებს ფიზიკაში; ჩაუტარდებათ ლექციები CERN-სა და სხვა წამყვან სამეცნიერო ცენტრებში მიმდინარე კვლევების, სამეცნიერო მიღწევებისა და ფიზიკის როლის შესახებ თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვიზიტის მონაწილე მასწავლებლები მიღებული ცოდნის გაზიარების მიზნით ჩაატარებენ პრეზენტაციებს და მასტერკლასებს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას შორის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2013 წელს გაფორმდა, რომლის საფუძველზეც, ყოველწლიურად, საქართველოს საჯარო სკოლების ფიზიკის მასწავლებლები მონაწილეობენ CERN-ის საგანმანათლებლო პროგრამაში. აღნიშნულ პროგრამაში საქართველოსთან ერთად მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული და მისი მიზანია ფიზიკის მასწავლებლებისთვის მეცნიერების უახლესი მიღწევებისა და თანამედროვე კვლევების გაცნობა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და დაფინანსებით, პროგრამაში მონაწილეობა უკვე მიღებული აქვს საქართველოს საჯარო სკოლების ფიზიკის 200-მდე მასწავლებელს. 2026 წელს კი სტაჟირების გასავლელად კონკურსის წესით შერჩეულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების ფიზიკის ათი მასწავლებელი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ