— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! ირაკლი კირცხალია – ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე ირაკლი კირცხალია – ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე
საქართველო

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ინიციატივით გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე მონაწილეებმა სამედიცინო სფეროში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მართვის საკითხები განიხილეს

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ინიციატივით გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე მონაწილეებმა სამედიცინო სფეროში…

სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ინიციატივით გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე მონაწილეებმა სამედიცინო სფეროში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მართვის საკითხები განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ დარგში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები, მეცნიერები და ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, მათ შორის: სამედიცინო სექტორის მოწინავე კლინიკების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში არსებული ასოციაციების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მხარეებმა სამედიცინო სფეროში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მართვის და ამ კუთხით არსებული გამოწვევების საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო სამედიცინო ფიზიკოსებისა და რადიოგრაფერების სპეციალობების აღიარების საკითხს. აღნიშნულთან დაკავშირებით დაისახა კონკრეტული სტრატეგია და სამოქმედო ნაბიჯები.

შეხვედრის მიზანი იყო საერთო მიდგომებით გამოწვევების გადაჭრა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება, რაც უზრუნველყოფს უწყებებს შორის კავშირის გაძლიერებას.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს განსავითარებლად მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ