— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე ირაკლი კირცხალია – ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე – მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება ირაკლი კირცხალია – ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის ირაკლი კირცხალია – ყველა მიჩვეულია, რომ ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა
საქართველო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა თამბაქოს გლობალური ზედამხედველობის სისტემის კვლევების შედეგები წარადგინა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა თამბაქოს გლობალური ზედამხედველობის სისტემის…

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა თამბაქოს გლობალური ზედამხედველობის სისტემის კვლევების შედეგები წარადგინა.

ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს თამბაქოს მოხმარება და გაძლიერდეს კონტროლი, რადგან დიდ ზიანს აყენებს საზოგადოების ჯანმრთელობას.

მისივე განცხადებით, პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათ გადასაჭრელად, ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად, აუცილებელია კვლევები, რომელთაგან მიღებულ მტკიცებულებებზეც დაფუძნდება შემდგომი ნაბიჯები.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი გლობალური კვლევების შედეგების მიხედვით, თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტს ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 25.4% და ახალგაზრდების 14% მოიხმარს.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, მიღებული შედეგები მიუთითებს დადებით დინამიკას, თუმცა, საჭიროა თამბაქოს კონტროლის გაძლიერება. კვლევების მონაცემების საფუძველზე მიღებული ეფექტური გადაწყვეტილებები უკვე ასახულია 2026-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში.

კვლევები 2023-2025 წლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და მოხმარების პარალელურად, თამბაქოსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსაც მოიცავდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, ასევე – სხვა მოწვეული სტუმრები.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ