— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
საქართველო

ძმები კაკულიების დეიდაშვილმა მასზე შეიარაღებული თავდასხმა მოიგონა – “პრაიმტაიმმა“ გიორგი რუხაძის ჩვენება მოიპოვა

ძმები კაკულიების დეიდაშვილმა მასზე შეიარაღებული თავდასხმა მოიგონა – “პრაიმტაიმმა“ გიორგი რუხაძის ჩვენება მოიპოვა

25 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ვერის სასაფლაოზე შეიარაღებული თავდასხმის შესახებ – ფაქტი გაშუქდა, როგორც “ორმხრივი სროლა“ და “სისხლიანი ანგარიშსწორება“, რომელსაც თითქოს ახალგაზრდა მამაკაცი მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ტანზე ჯავშანჟილეტი ეცვა.  მეტი დამაჯერებლობისთვის, გავრცელდა ნატყვიარი ჯავშანჟილეტის ფოტოც. 


მამაკაცი, რომელსაც მედიაში თავდასხმის მსხვერპლად წარმოადგენდნენ გიორგი რუხაძეა, მეტსახელად “ქოჩორა“ – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ბრალდებული ძმების, დათა და გუგა კაკულიების დეიდაშვილი.

ვერის სასაფლაოზე “შეიარაღებული თავდასხმის“ შესახებ ცნობა, ცხადია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა. “პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გადამოწმდა შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული თითქმის ყველა ვიდეო კამერის ჩანაწერები. კადრები მიუთითებდა, რომ დროის იმ მონაკვეთში ვერის სასაფლაოზე არათუ გიორგი რუხაძის, არამედ სხვა ადამიანების რაიმე საეჭვო გადაადგილებაც კი არ ფიქსირდება.

გადამოწმდა სატელეფონო ანძის მონაცემებიც და დადგინდა, რომ იმ დღეს გიორგი რუხაძე საკუთარი სახლიდან გამოსულიც კი არ ყოფილა. რა მოხდა სინამდვილეში? ამის გასარკვევად, ე.წ. “დაზარალებული“ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს. “პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, რუხაძემ სამართალდამცველებთან აღიარა, რომ თავდასხმის ისტორია თავად გამოიგონა  და სინამდვილეში, იმ დღეს ვერის სასაფლაოს  მიმდებარე ტერიტორიაზე საერთოდ არ ყოფილა.

გიორგი რუხაძემ ჩვენებაში დაწერა ისიც, რომ არარსებული თავდასხმის შესახებ ინფორმაციის კონკრეტული მედიისთვის მიწოდება მის მეგობარ გოგოს სთხოვა. სწორედ ასე აღმოჩნდა ვერის სასაფლაოზე “სისხლიანი ანგარიშსწორების“ თემა სატელევიზიო ეთერებშიც.

გიორგი რუხაძე, არ აკონკრეტებს, თუ რა მოტივით მოიგონა მასზე თავდასხმის ფაქტი.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ