— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, საჯარო სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, საჯარო სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრების მიზანი მოსწავლეებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროების გაცნობა და მისი შემცირებისკენ მიმართული პრაქტიკული მიდგომების წარმოჩენა იყო.

ღონისძიებების ფარგლებში განხილული იქნა ჰაერის დაბინძურების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე, არსებული გამოწვევები, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები, აგრეთვე ყოველდღიურ ცხოვრებაში მცირე ცვლილებების როლი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებაში.

საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები მოიცავდა პრეზენტაციებს, დისკუსიებსა და ინტერაქტიურ აქტივობებს, რაც მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას და საკითხის მიმართ ინტერესის ზრდას უწყობდა ხელს.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023–2025 წლების გეგმა ეფუძნება ქვეყნის ტერიტორიის ზონებად დაყოფას, რაც ჰაერის ხარისხის მართვის ღონისძიებების რეგიონულ თავისებურებებსა და სპეციფიკურ საჭიროებებს ითვალისწინებს. ზონები ერთმანეთისგან განსხვავდება ურბანული განვითარების დონით, სატრანსპორტო დატვირთვითა და ინდუსტრიული აქტივობის ინტენსივობით. მოცემულ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ცენტრალურ ზონას, რომელიც მოიცავს რუსთავისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები და მოსახლეობის სიმჭიდროვე დამატებით რეაგირებას საჭიროებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ