— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, მოადგილესთან, ბესიკ გოფოძესთან და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერთან ნოდარ გიორგიძესთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ხანში მიმდინარეობს ქ. ბაღდათი-კაკასხიდი-სოფ. ხანის დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთის სრულმასშტაბიანი აღდგენა.

სამუშოები, რომლის ღირებულება 4 779 779 ლარს შეადგენს , სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდის ბიუჯეტიდან ფინანსდება და ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში სოფელ ხანის მიმართულებით მოსახლეობა ალტერნატიული გზით გადაადგილდება.
პარალელურად, ბაღდათის №1 საჯარო სკოლის მასშტაბური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 5 451 332 ლარის ღირებულების პროექტი ითვალისწინებს 300 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას.

შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯრები, შენობას დამატა ახალი ფლიგელი. მთლიანად შეიცვალა შიდა სივრცე, შეკეთდა გარე ფასადი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სამუშაოები, საკლასო ოთახების მოწყობა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

ინფორმაციას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ