თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნანა კაკაბაძე: კატასტროფაა, როცა პოლიტიკოსებად ჟურნალისტებად და ადვოკატებად წოდებული ადამიანები ღირებულებების დაცვას ადარებენ ხელისუფლების დამხობას და მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავენ-მათი რიტორიკით, რაც არ უნდა ანტისახელმწიფოებრივი იყოს მათი ქმედება, ის უნდა შეიფუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის ლამაზი ლოზუნგებით ჩერგოლეიშვილი ბუღაძეზე: იაფფასიანი აფერისტი ეგომანიაკია, რომელსაც პატივმოყვარეობაზე შევეხე, როცა ხარისხი დავუწუნე და “MIHAS” თავზარით ხსნის ცოტნე ანანიძე გვარამიას განცხადებაზე: ანუ დაიბომბოს საქართველო იმის იმედად, რომ მერე ტრილიონებს მოგვცემენ. ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ამათ და მათ პატრონებს მეორე ფრონტის გახსნა არ უნდათ? ლევან მაჭავარიანი გვარამიაზე: ვინც 2024 წლის არჩევნებზე ამ აგენტებს მხარი დაუჭირეთ, მადლობა გაქვთ გადასახდელი იმ 1 200 000-მდე ქართველისთვის, რომლის გააზრებულმა არჩევანმაც ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და სტაბილურობა შეუნარჩუნა ნიკოლოზ მეტრეველი გვარამიას განცხადებაზე: თუნდაც უკრაინის აღდგენაზე ტრილიონები დაიხარჯოს, ეს არ იქნება ქველმოქმედება – საქართველოს სტრატეგიული ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიძლება დაეფუძნოს იმ ვარაუდს, რომ ოდესღაც, შესაძლოა, სადღაც ტრილიონები დაიხარჯოს
საქართველო

ირაკლი კობახიძე: ჩვენი სპორტსმენების ნიჭმა, შრომამ და თავდადებამ 2025 წელს ჩვენს ქვეყანას 1935 საერთაშორისო მედალი მოუტანა, ამისთვის ჩვენს სპორტსმენებს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით

ირაკლი კობახიძე: ჩვენი სპორტსმენების ნიჭმა, შრომამ და თავდადებამ 2025 წელს ჩვენს ქვეყანას 1935 საერთაშორისო მედალი მოუტანა…

ჩვენი სპორტსმენების ნიჭმა, შრომამ და თავდადებამ 2025 წელს ჩვენს ქვეყანას 1935 საერთაშორისო მედალი მოუტანა, ამისთვის ჩვენს სპორტსმენებს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 42-ჯერ გაჟღერდა ფრაზა „ისტორიაში პირველად“, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

“ისტორიაში პირველად, ჩვენმა კალათბურთელებმა ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის დაიკავეს ადგილი. ეს არის განსაკუთრებული წარმატება და მინდა, ამისთვის ჩვენს კალათბურთელებს მადლობა გადავუხადო. მინდა გავიხსენო, რომ ამ ბრძოლაში მათ ჩამოიტოვეს უკან ისეთი ტრადიციული საკალათბურთო ნაკრებები, როგორებიცაა ესპანეთი, საფრანგეთი. ეს არის წარმოუდგენელი მიღწევა და კალათბურთელებს კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის.

ასევე პირველად ისტორიაში, ჩვენი ძიუდოისტთა შერეული ნაკრები გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ესეც არის წარმოუდგენელი წარმატება. მადლობა ძიუდოისტებს ამ გამარჯვებისთვის. ასევე მინდა გავიხსენო ხელბურთელების წარმატება, რომლებმაც ზედიზედ მეორედ მოახერხეს და დაძლიეს საკვალიფიკაციო ეტაპი ევროპის ჩემპიონატზე.

პირველად მოვიგეთ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ფარიკაობაში. პირველად მოვიპოვეთ ოქრო ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე. ისტორიაში პირველად გვყავს მსოფლიო ჩემპიონი ქალი ძიუდოში. ეს არის მხოლოდ არასრული ჩამონათვალი იმ განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევებისა, რომლებიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას და ქართულ სპორტს ამ წლის განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ეკონომიკა და ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, რაც სპორტზე ზრუნვის შესაძლებლობას იძლევა – წელს 340 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო როგორც მაღალი მიღწევების, ისე მასობრივი სპორტის განვითარებისთვის, სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებისა და სპორტსმენების სოციალური დაცვისთვის. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არის ინვესტიცია ქვეყნის უკეთეს მომავალში და მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში და ამ მიმართულებით ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება.

„განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია პარასპორტი, სადაც ჩვენი ათლეტები ყოველწლიურად ამტკიცებენ, რომ შეზღუდვები არ არსებობს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მათი სადებიუტო გამოსვლა ევროპის თამაშებზე, სადაც ჩვენმა გუნდმა ძალიან დიდი წარმატება მოიპოვა. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობას ჩვენს ქვეყანაში. წელს ჩვენ ღირსეულად ვუმასპინძლეთ უმაღლესი რანგის ტურნირებს, მათ შორის ევროპის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს, „ბაკურიანი 2025“-ს, ასევე მსოფლიო ჩემპიონატებს ფარიკაობაში, MMA-ში და სპორტულ ცეკვებში. 2026 წელს საქართველო უმასპინძლებს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს 20-წლამდელთა შორის, ასევე – ევროპის ჩემპიონატებს ძიუდოში, ძალოსნობაში, სამბოსა და ჭადრაკში. მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება სპორტის გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში აშენდება მრავალფუნქციური სპორტული ცენტრები, რომლებიც მოემსახურება სპორტის სხვადასხვა სახეობას და წვლილს შეიტანს როგორც მასობრივი, ისე მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებაში.

“მომავალ წელს იწყება 30 ტექნიკური სტადიონის მშენებლობა, ქვეყნის მასშტაბით, ეს პროცესიც გაგრძელდება და ტექნიკური სტადიონები ექნება ყველა მუნიციპალიტეტს. ასევე, მომავალი წლიდან იწყება 8 სხვადასხვა ქალაქში სრულფასოვანი სტადიონების მშენებლობა, რაც ასევე ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას ყველა მიმართულებით. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს თქვენი შრომისთვის, პატრიოტიზმისთვის და დაუვიწყარი წუთებისთვის, თითოეული იმ ემოციისთვის, რომელიც თქვენმა გამარჯვებებმა თითოეულ ჩვენგანს მოუტანა. თითოეული წარმატებული სპორტსმენი არის გამარჯვებული თავისთავად და არის ღირსეული მაგალითი ჩვენი ახალგაზრდებისთვის. თითოეული მათგანი არის ჩვენი განსაკუთრებული სიამაყე და საუკეთესო ელჩი საქართველოსთვის მსოფლიო ასპარეზზე. ქართველი სპორტსმენის მიმართ ჩვენი სიყვარული უნდა იყოს გამორჩეული, განსაკუთრებული და უპირობო. ეს უნდა გაიგოს აბსოლუტურად ყველამ,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა ნომინაციაში – წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი – გამარჯვებული მოფარიკავე სანდრო ბაზაძე დააჯილდოვა.

სპორტსმენების ისტორიულ შედეგებზე ისაუბრეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.

ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები.

შიო მესამე: ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების. დღეს… საქართველო

შიო მესამე: ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების. დღეს ჩვენს ეპოქაშიც არიან ასეთი მოღვაწეები, უახლეს ისტორიაში მოვესწარით ასეთ ადამიანებს და ერთ-ერთი უპირველესი დღეს მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გახლავთ ჩვენი კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე

2 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით საქართველომ ახალი ისტორიული… მსოფლიო

ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა

2 დღის წინ3 წთ
კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია მსოფლიო

კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის  საუკეთესო ოცეულშია

5 დღის წინ2 წთ