— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე ირაკლი კირცხალია – ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე – მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება ირაკლი კირცხალია – ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის ირაკლი კირცხალია – ყველა მიჩვეულია, რომ ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა
საქართველო

ქართული ღვინის სარეკლამო ბანერები ნიუ იორკში, მანჰეტენზე, 18 ლოკაციაზე განთავსდა

ქართული ღვინის სარეკლამო ბანერები ნიუ იორკში, მანჰეტენზე, 18 ლოკაციაზე განთავსდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners-ის ორგანიზებით, აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ქალაქ ნიუ იორკში, მანჰეტენზე, ავტობუსის 18 გაჩერებაზე სარეკლამო „ლაით-ბოქსებში“ ბანერები განთავსდა.

ე.წ. Outdoor (გარე სივრცე) კამპანია ოთხი კვირის განმავლობაში გრძელდება და ორიენტირებულია მომხმარებელზე. წელიწადის აღნიშნული დრო, კერძოდ, საშობაო პერიოდი გაყიდვების კუთხით ყველაზე აქტიურია, რაც ხელს შეუწყობს სამიზნე აუდიტორიის ზრდას და, შესაბამისად, დადებითად აისახება ექსპორტის მაჩვენებელზე.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან მიმდინარე მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც ქართული ღვინის ცნობადობის, ისე ექსპორტის ზრდას აშშ-ში.

აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანია Colangelo&Partners-თან თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში, ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის დეგუსტაცია-სემინარები იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.

ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია აშშ-ში ბოლო სამ თვეში განსაკუთრებით გააქტიურდა. ქართული ღვინის წარდგენა არაერთ ღონისძიებაზე გაიმართა: ქართული ღვინის მასშტაბურ დეგუსტაციაზე Wines of Georgia Grand Tasting (ლოს-ანჯელესი), ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე Karakterre“ (ნიუიორკი), ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე Orange Glou Fair (ნიუ იორკი), ქართული ქარვისფერი ღვინის პირველი ფესტივალზე Amber Georgia (ნიუ იორკი), ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე RAW Wine NYC (ნიუ იორკი), San Diego Food + Wine Festival (სან-დიეგო), ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა აშშ-ში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ღვინის შოუმ – V is for Vino. ამასთან, ქართული ღვინის დეგუსტაციები ჩატარდა მსხვილ სუპერმარკეტების ქსელებსა და საცალო ობიექტებში აშშ-ს სხვადასხვა შტატში.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ