— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

ყაზახეთის რესპუბლიკის ფიტოსანიტარიული რისკის ანალიზის სპეციალისტები სამეცნიერო-კვლევით ცენტრში იმყოფებოდნენ

ყაზახეთის რესპუბლიკის ფიტოსანიტარიული რისკის ანალიზის სპეციალისტები სამეცნიერო-კვლევით ცენტრში იმყოფებოდნენ

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, სამუშაო ვიზიტით, ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსამრეწველო კომპლექსის სახელმწიფო ინსპექციის სახელმწიფო დაწესებულება „რესპუბლიკური მცენარეთა კარანტინის ცენტრის“ ფიტოსანიტარიული რისკის ანალიზისა და ლაბორატორიული ექსპერტიზის განყოფილების წარმომადგენლები ეწვივნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილეს ნოდარ ხატიაშვილს, რისკის შეფასების სამსახურის ხელმძღვანელს და სამსახურის სპეციალისტებს შეხვდნენ. ცენტრის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს გააცნეს საქართველოში დანერგილი ფიტოსანიტარიული რისკის ანალიზის სისტემა და მისი პრაქტიკული განხორციელების გამოცდილება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე სამეცნიერო მიდგომებს ეფუძნება.

ყაზახეთის დელეგაციის წევრები ცენტრის ჯიღაურას ბაზაზეც იმყოფებოდნენ, სადაც მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტი დაათვალიერეს და მცენარეთა დაცვის ლაბორატორიის მუშაობას, კვლევით მიმართულებებსა და გამოყენებულ მეთოდოლოგიებს გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ყაზახი სტუმრები იმყოფებოდნენ სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში და სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, სადაც გაეცნენ ქვეყნის ფიტოსანიტარიული კონტროლისა და ლაბორატორიული კვლევების სისტემას.

ვიზიტი მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაღრმავებას და ფიტოსანიტარიული რისკების ანალიზის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ