— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! ირაკლი კირცხალია – ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე
საქართველო

რა ღონისძიებებია დაგეგმილი თბილისში საახალწლოდ

რა ღონისძიებებია დაგეგმილი თბილისში საახალწლოდ


თბილისის მერია თბილისში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. საახალწლო სოფელი პირველი რესპუბლიკის მოედანზე 7 იანვრის ჩათვლით იქნება მოწყობილი.

დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ საახალწლო სოფელში გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტია განთავსებული. აქვე იმართება მუსიკალური ბენდებისა და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები – ეს ყველაფერი საახლაწლო სოფელში მისულ მოქალაქეებს დახვდებათ.

საახალწლო სოფელში განთავსდა საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად მასპინძლობს ბავშვებს.

საახალწლო სოფელი, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული.

ღონისძიებების განრიგი:

30 დეკემბერი

13:00 „რანინა“-ს კონცერტი
20:00 ანსამბლ “ალილო”- ს კონცერტი

31 დეკემბერი

13:00 “ნუცას სკოლა”-ს კონცერტი
20:00 ბენდი “ქვევრის” კონცერტი

1 იანვარი

14:00 “N studios” კონცერტი
20:00 ჯგუფი “ქუჩის ბიჭები”-ს კონცერტი

2 იანვარი

13:00 ნუკრი კაპანაძის სტუდიის კონცერტი
20:00 ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი

3 იანვარი

13:00 ბზიკების სტუდიის კონცერტი
20:00 ბენდი “ღამის შოუ”-ს კონცერტი

4 იანვარი

13:00 “ბასტი-ბუბუს” კონცერტი
20:00 მუსიკალური საღამო “ზამთრის ჯაზი” – „ელის ბენდი“; მაია ბარათაშვილი და ბენდი „New York Tbilisi Connections“; „TG Band“; მარიკო ებრალიძე.

5 იანვარი

13:00 საესტრადო-ვოკალური სტუდია “SUNNY STUDIO”-ს კონცერტი
17:00 ზვიად ბოლქვაძის ბენდის კონცერტი
20:00 ბენდი “რეგიონის” კონცერტი

6 იანვარი

13:00 ინგას და გიგის საბავშვო სტუდიის კონცერტი
20:00 ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი

7 იანვარი

13:00 სტუდია “სახე”-ს კონცერტი
20:00 კონცერტი – „შობის მოლოდინში”

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ