— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! ირაკლი კირცხალია – ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე
საქართველო

როგორ აძლიერებს საქართველო ტურიზმს და ამავდროულად ინარჩუნებს ტრადიციებს

როგორ აძლიერებს საქართველო ტურიზმს და ამავდროულად ინარჩუნებს ტრადიციებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Financial Times სტატიას აქვეყნებს სათაურით „როგორ აძლიერებს საქართველო ტურიზმს და ამავდროულად ინარჩუნებს ტრადიციებს“. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სტატიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე წარმატებული ტურისტული სეზონის შესახებ საუბრობს, მისი თქმით, ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტია კონცენტრირება მაღალმხარჯველ ტურისტულ სეგმენტზე და არა რაოდენობაზე.

„ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ ისეთი მოგზაურები, რომლებიც ჩვენს ავთენტურობასა და კულტურას აფასებენ. ჩვენ ვავითარებთ ინფრასტრუქტურას, სერვისს, ამავდროულად ვინარჩუნებთ საქართველოს უნიკალურ მემკვიდრეობას, მრავალფეროვან ბუნებას, ჩვენი ხალხის სტუმარმასპინძლობას“,-აცხადებს მაია ომიაძე.

სტატიაში ხაზგასმულია საქართველოს გამორჩეული ბუნება და კულტურა: „არქიტექტურულად გამორჩეული თბილისის გარდა, საქართველოს აქვს შავი ზღვის სანაპიროები, თოვლით დაფარული მწვერვალები, მთებზე შეფენილი შუა საუკუნეების კოშკები და ციცაბო კლდეებში ნაკვეთი მონასტრები“.
როგორც Financial Timesწერს, საქართველოში2025 წლის პირველ სამ კვარტალში 6 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი შედგა, რაც სექტორის შემდგომი ზრდის პოტენციალს წარმოაჩენს.

„2024 წელს ტურიზმის სექტორმა 4.4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც 2023 წელთან შედარებით +7.3 %-ით მეტია“-წერს გავლენიანი გამოცემა.

როგორც ომიაძე აღნიშნავს, ეს არის დივერსიფიცირებული ტურისტული ეკონომიკის შექმნის კოორდინირებული ძალისხმევის ნაწილია.

„ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნება ვრცელდება თბილისის გარეთ, მთის სოფლებიდან ვენახებამდე და ზღვის სანაპირომდე. საქართველო რეგიონებში აქტიურად ახორციელებს ინვესტიციას ინფრასტრუქტურისა და პროდუქტის განვითარებაში,რომ ტურიზმიდან მიღებული სარგებელი უფრო თანაბრად გადანაწილდეს“,-აღნიშნავს მაია ომიაძე.

სტატიაში დიდი ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს, მეღვინეობის 8 ათასწლოვან ისტორიას, რომელიც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა.

როგორც გამოცემა წერს, 2024 წელს, საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა, რაც 565 მილიონი დოლარია და წინა წელთან შედარებით 24 %-ით მეტია.

„ბოლო 10-15 წელში, ქართულ მეღვინეობაში დიდი ცვლილებები შეინიშნება. შეგიძლიათ შეამჩნიოთ სტილის, ხასიათისა და ინდივიდუალური მეღვინეების მიდგომის უზარმაზარი მრავალფეროვნება. ერთი მხრივ, მეღვინეობა სრულად მოდერნიზებული და მომზადებულია ტრადიციული წარმოებისთვის, მეორეს მხრივ, ტრადიციული მეღვინეობა გრძელდება, რაც ჩვენი კულტურის ამ ნაწილს ცოცხლად ინარჩუნებს“, – ამბობს ქართველი ღვინის ექსპერტი ირაკლი ჩოლობარგია.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ