— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზებისა და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში.

ანგარიშში სხვადასხვა თემასთან ერთად გაანალიზებულია ევროპის ქვეყნების სასამართლო სისტემების დამოუკიდებლობის საკითხი (გვ 54-57). რეიტინგში წარმატებული პოზიცია აქვს საქართველოს. დოკუმენტის ფარგლებში ვიზუალიზებულია ევროპის რუკა, სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასების 10-ბალიანი სისტემით საქართველომ 6.5 ქულა დაიმსახურა და ლიეტუვასა და პორტუგალიასთან ერთად თანაბარი მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზეა.

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირისა და ნატოს წევრ შემდეგ სახელმწიფოებს: იტალიას, ესპანეთს, ლატვიას, საბერძნეთს, სლოვენიას, ბულგარეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, რუმინეთს, პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ხორვატიას და ა.შ.

ევროპაში ბოლო ადგილებზე სამ ქულაზე დაბალი შეფასებით ორი ქვეყანა მოხვდა – მოლდოვა (2.6 ქულა) და ბოსნია-ჰერცეგოვინა (2.2 ქულა).

სასამართლო სისტემის ხარისხის შესახებ ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებებსაც ეხება, რომელიც ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ადგენს.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების მიხედვით ირკვევა, რომ მაგალითად ალბანეთში დარღვევების ნახევარი (78-დან 38) გამოწვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით, რომელიც მითითებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში.

მოლდოვასთან დაკავშირებით თავისუფალი სასამართლოს უფლების დარღვევისთვის 180 გამამტყუნებელი განაჩენია (492-დან), თურქეთში – 3458-დან 991 და უკრაინაში – 1800-დან 622.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, ავსტრიაში თავისუფალი სასამართლოს უფლების დარღვევად 97 (287-დან) იქნა მიჩნეული, ხორვატიაში – 142 (406-დან) საქმით, რუმინეთში – 481 (1541-დან), საბერძნეთში – 145 (969-დან) და იტალიაში – 301 (1915-დან).

რუმინეთში დარღვევების ერთი მესამედი თავისუფალი სასამართლოს უფლების დარღვევას უკავშირდება, რაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი წილია ევროპაში.

ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზებისა და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში ევროპის ანალიზისა და პოლიტიკის ინსტიტუტის ჩართულობით მომზადდა პროექტის მიერ, რომლის სახელწოდებაა „ანტიკორუფციული პოლიტიკის მტკიცებულებებში, რეგულაციებსა და გავლენას შორის არსებული ხარვეზის შევსება.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ