— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ იაპონიის დელეგაციას უმასპინძლა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ იაპონიის დელეგაციას უმასპინძლა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ იაპონიის დელეგაციას უმასპინძლა. ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და იაპონიის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

მერმა იაპონიის პარლამენტის წევრს კარენ მაკიშიმას, ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებში პარლამენტის ვიცე-მინისტრს ჰიდეტო კავასაკის, იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის გენერალურ დირექტორს კოზო იბატას და დელეგაციის სხვა წევრებს წყალტუბოს ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს ტურიზმის, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების სფეროებში. გენადი ბალანჩივაძემ დადებითად შეაფასა წყალტუბოსა და იუგავარას შორის დამეგობრების მიმართულებით დაწყებული თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ შესაბამისი მემორანდუმის გაფორმება წყალტუბოს საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ციფრული ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი ესწრებოდნენ.

დღესვე იაპონელმა სტუმრებმა წყალტუბოს ტურისტული ღირსშესანიშნაობები და თერმული წყლები დაათვალიერეს, ასევე გაეცნენ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ