— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?!
საქართველო

მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთზე სატვირთო გადაზიდვებს ექსკლუზიურად საქართველოს რკინიგზა განახორციელებს

მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთზე სატვირთო გადაზიდვებს ექსკლუზიურად საქართველოს რკინიგზა განახორციელებს

მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზზე „საქართველოს რკინიგზა“ სატვირთო გადაზიდვებს ექსკლუზიურად განახორციელებს. ამის შესახებ ცნობილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანის, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორ ლაშა აბაშიძესთან და  აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე როვშან რუსტამოვთანშეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომლის დროსაც განხილულ იქნა ორი ქვეყნის თანამშრომლობა სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით თანამშრომლობენ შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის ოფიციალურ ამოქმედებასა და მისი მეშვეობით ტვირთბრუნვის ზრდის შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზზე „საქართველოს რკინიგზა“ სატვირთო გადაზიდვებს ექსკლუზიურად განახორციელებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის მნიშვნელოვანი ფაქტია ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობისათვის, რადგან გაიზრდება კონკურენტუნარიანობა და გაძლიერდება საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორმა ლაშა აბაშიძემ, შპს BTKI Railways – ის გენერალურ დირექტორებთან ლევან კანკავასა და მიქაელ აბასოვთან ერთად ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც BTKI Railways – ი ამ მონაკვეთზე საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდვების ექსკლუზიური წარმოების უფლებას უზრუნველყოფს.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ