— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! ირაკლი კირცხალია – ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე
საქართველო

პლასტმასის ბოთლების გამოყენების რეგულირების საკითხზე ბიზნესსექტორთან შეხვედრა გაიმართა

პლასტმასის ბოთლების გამოყენების რეგულირების საკითხზე ბიზნესსექტორთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტმასის ბოთლებით სასმელების რეალიზაციის ახალი რეგულაციის პროექტზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და მინისტრის მოადგილეებმა სოლომონ პავლიაშვილმა და ზურაბ ეზუგბაიამ მეწარმეებს დაგეგმილი ცვლილებები გააცნეს. ინიციატივა ერთდროულად ემსახურება გარემოსდაცვითი მიზნების გაძლიერებას და ბიზნესისთვის თანმიმდევრული, პრაქტიკული მხარდაჭერის მექანიზმების ჩამოყალიბებას, რათა სექტორმა ცვლილებებთან ადაპტაცია შეძლოს.

მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, სამინისტრო ახორციელებს რეფორმას, რომლის ამოცანაა სურსათთან და სასმელთან უშუალო შემხებლობაში მყოფი პლასტმასის გამოყენების შემცირება.

„აუცილებელია, ეტაპობრივად დავიწყოთ პლასტმასის ბოთლების მოხმარების რეგულირება. მოგეხსენებათ, საბიუჯეტო სექტორში მათი გამოყენების შეზღუდვა იგეგმება. მომდევნო ეტაპზე კი, რეგულაციები უნდა გავრცელდეს რესტორნებსა და კვების ობიექტებზე. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბიზნესთან და ვცდილობთ, ყველა ნაბიჯი იყოს მათთან შეთანხმებული. მხოლოდ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ და კერძო სექტორთან კოორდინაციით შევძლებთ ეფექტიანი რეგულაციების შემუშავებას და აღსრულებას”, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა ინიციატივის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ასოციაცია მზად არის პროცესში აქტიურად ჩაერთოს.

„პლასტიკის მოხმარების შემცირების მიმართულებით თანმიმდევრულად მივდივართ. მნიშვნელოვანია, საერთო მიზანს მივაღწიოთ მჭიდრო კომუნიკაციის მეშვეობით ბიზნესთან. გადაწყვეტილებებმა მინიმალური გავლენა უნდა იქონიოს როგორც ბიზნესზე, ისე მომხმარებელზე. მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა და ყველა ჩართული მხარის მოსაზრების გათვალისწინება, რათა მიღებული გადაწყვეტილებები იყოს გონივრული, დაბალანსებული და ეფექტიანი“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

შეხვედრაზე განიხილეს ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს სასმლის პლასტმასის ბოთლებით შესყიდვის შეზღუდვას საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის. აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პლასტმასის მოხმარების შემცირებას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგულაციის ეტაპობრივად ამოქმედების ვადებს, რათა სექტორს ჰქონდეს საკმარისი დრო ახალი წესებთან ადაპტაციისთვის.

ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით კონსულტაციების მიზნით ბიზნესსექტორთან სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ